LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ონლაინკაზინოების რეგულაციებს საერთაშორისო კომპანია განახორციელებს

85

მთავრობა ონლაინკაზინოების რეგულაციების დანერგვისთვის საერთაშორისო გამოცდილების საკონსულტაციო კომპანიას დაიქირავებს, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სათამაშო ბიზნესი საკმაოდ რთული სფეროა და „ჩვენი ლოკალური ცოდნით ეფექტიანი რეგულაციების დაწესება ძნელია“.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, დავიქირავებთ საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო სახელის მქონე საკონსულტაციო კომპანიას. ასეთი კომპანიები სხვადასხვა ქვეყანას ეხმარებიან ონლაინკაზინოებისთვის ისეთი რეგულაციების დანერგვაში, როდესაც, ერთი მხრივ, დაცულია მომხმარებელთა უფლებები, ახალგაზრდა თაობა და ყველა ის ფენა, ვინც რისკის ჯგუფში შედის და მეორე მხრივ, ბიუჯეტში შემოდის გადასახადები და ასეთი ტიპის ბიზნესსაც ეძლევა არსებობის საშუალება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, ასეთი კომპანია უახლოეს პერიოდში შეირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები