LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში “ომიკრონ” შტამის გავრცელებას ეპიდემიოლოგები მალე ელოდებიან

156
ლევან გოფოძე

ეპიდემიოლოგების მოლოდინით, “ომიკრონი” ქვეყანაში მალე შემოვა. კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებამდე კი, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელი რესპირატორული ვირუსებიც ართულებს, ამიტომ მედიკოსები სტატისტიკის ზრდას პროგნოზირებენ.

“ეპიდვითარება ქვეყანაში კვლავ მძიმე რჩება, აცრების ტემპი არ არის საკმარისი, რომ სათანადოდ დაცულები ვიყოთ” – აცხადებს ექიმი ლევან გოფოძე.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ და იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი განცხადებით ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების საჭიროება შესაძლოა ისევ დადგეს.

“რაც შეეხება ეპიდვითარებას მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში კვლავ მძიმე რჩება. აცრების ტემპი, რომელიც დღეს არის, მიუხედავად იმისა, რომ მოიმატა არ არის საკმარისი იმისა, რომ სათანადოდ ვიყოთ დაცულები, თუ გავითვალისწინებთ იმ ახალ შტამს, რომელიც თანდათანობით გვიახლოვდება. ყველაზე კარგი პრევენცია ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვა არის,”- განაცხადა ლევან გოფოძემ.