LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ნომერ პირველი ბრიტანული სავაჭრო ქსელი შემოვიდა

129

ბრიტანულმა წამყვანმა საცალო ვაჭრობის კომპანიამ – Holland & Barrett საქართველოში ოპერირება დაიწყო.  როგორც ”ფორტუნას” საქართველოში ბრენდის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განუცხადეს,  Holland & Barrett  თავის მომხმარებელს ვიტამინების, მინერალებისა და მცენარეული დანამატების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

”ჯანსაღი საკვები, ვიტამინები, მინერალები, მცენარეული დანამატები, ნატურალური პარფიუმერია, ბავშვის ვიტამინები და მოვლის საშუალებები, გახდომის საშუალებები, სპორტსმენებისთვის საკვები დანამატები – ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომელსაც კომპანია ქართველ მომხმარებელს სთავაზობს. გვაქვს დაახლოებით 5 ათასამდე დასახლეების პროდუქცია. მათი ღირებულება კი 15 ლარიდან იწყება”, – აღნიშნეს  Holland & Barrett Georgia– ში.

მათივე ცნობით, ბრენდი საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბერიდან შემოვიდა და ამ დროისთვის 2 მაღაზიითაა წარმოდგენილი. პირველი მაღაზია ”სითი მოლ საბურთალოში” მეორე სართულზე განთავსდა, ხოლო მეორე მაღაზია – ”გლდანი მოლში”.

როგორც კომპანიის  ქართულ წარმომადგენლობაში განმარტეს, Holland & Barrett-ის ბრიტანეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს და თუ ამ ბრენდის  პროდუქციაზე საქართველოშიც  შესაბამისი მოთხოვნა იქნება,  ქართული ქსელი გაფართოვდება. შემდეგი მაღაზიები კი ერთი წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გაიხსნება.

ცნობისთვის, Holland & Barrett-ს  საქმიანობის 145-წლიანი გამოცდილება აქვს. ბრენდის  თითოეული პროდუქტი 15, 30- წლიან გამოცდას გადის. ამასთან, ნებისმიერ პროდუქციას უვნებლობის 100% – იანი გარანტია აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები