COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად, საქართველოში ბოლო 1 წლის განმავლობაში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მაისის თვის მონაცემებით, ქვეყანაში მცხოვრები 153 394 ოჯახი თავს სოციალური დახმარებით ირჩენს. რაც შეეხება რაოდენობას ერთ სულზე – საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 551 638 ადამიანს მიაღწია, რაც ქვეყნის მოსახლეობის 14,8%-ია.
შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ასე გადანაწილდა:
0-18 წლის მოსახლეობა — 36%;
19-40 წლის მოსახლეობა — 27%;
41-65 წლის მოსახლეობა — 25%;
66 და მეტი წლის მოსახლეობა — 12%;
აღსანიშნავია, რომ მაისში საარსებო შემწეობის მიმღებთათვის 30 567 842 ლარი გადაირიცხა, ეს მონაცემი გასული წლის შესაბამის პერიოდში გაცემულ დახმარებაზე 2 652 326 ლარით მეტია.
ოფიციალური სტატისტიკა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე