„თბილისში მყოფი აზერბაიჯანელი მიგრანტი, ჰუსეინ ბაკიხანოვი დღეს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს,“ – ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ავრცელებს. მისივე განცხადებით, აზერბაიჯანის მოქალაქე იმ შენობიდან გადმოაგდეს, სადაც ცხოვრობდა.
„აზერბაიჯანელი მიგრანტი ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. ბოლო ინფორმაციის თანახმად, ჰუსეინ ბაკიხანოვი გადმოაგდეს მაღალსართულიანი შენობიდან, სადაც ის ცხოვრობდა. პოლიციამ დაადასტურა, რომ ჰუსეინი სიმაღლიდან არის გადმოვარდნილი,“ – წერს სოციალაურ ქსელში მუხთარლი.
მუხთარლის ინფორმაციით, ბაკიხანოვი 12 ივლისს აზერბაიჯანელებმა სცემეს. ბაკიხანოვი აზერბაიჯანის პოლიციას წამებაში ადანაშაულებდა და საქართველოს მთავრობისგან თავშესაფარს ითხოვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება ძველი თბილისის პოლიციის პირველ განყოფილება დაიწყო, სადაც გარდაცვლილის მეგობარს, ავთანდილ მამედოვს გამოკითხავენ.