LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მოწევის შეწყვეტის პროფესიონალური ცენტრი იწყებს ფუნქციონირებას

135

დღეიდან დახურულ სივრცეში სიგარეტის მოწევა კანონით იკრძალება. შეზღუდვიდან გამომდინარე, დისკომფორტი მწეველისთვის სიგარეტისთვის თავის დანებების კიდევ ერთი მოტივატორი შეიძლება, გახდეს.

იმ შემთხვევაში, თუ გარშემომყოფებისთვის შექმნილი დისკომფორტის ან საკუთარი ჯანმრთელობა/ბიუჯეტზე ზრუნვის მიზნით, მოწევის შეწყვეტა ბევრჯერ სცადეთ და არაფერი გამოგივიდათ, 1 მაისიდან  საქართველოში მოწევის შეწყვეტის და პრევენციის ცენტრი ამოქმედდება.  ცენტრი კლინიკა “ჰელსიკორის”  ბაზაზე დაიწყებს ფუნქციონირებას და პროფესიონალურ დონეზე დახმარება მწეველებს, დაანებოთ თავი სიგარეტის მოწევას.

ცენტრში მისული  მწეველი ადამიანი სპეცილისტებთან ერთად გასაუბრების და ტესტირების ეტაპს გაივლის. მიღებული შედეგის მიხედვით  პაცენტები მძიმე,  საშუალო და მსუბუქ  მწეველებად კლასიფიცირდებიან, რის შემდეგაც მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა გაიწერება.

სპეციალისტის განმარტებით, მოწევის შესაწყვეტად  პირველი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მოტივაციიაა, თუმცა, პროცესი ხშირად ისეთ პრობლემებს უკავშირდება, როგორიცაა უძილობა,  შფოთვა,  დეპრესია. ცენტრში  სხვადასხვა მიმართულების ექიმების მიერ, პაციენტის ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, შედგენილი იქნება მკურნალობის კომპლექსური გეგმა,  რომელიც მოიცავს,  როგორც კვების რეჟიმის დადგენას, ასევე ფსიქოლოგიურ დახმარებას,  ჩანაცვლებით თერაპიას და  მედიკამენტოზურ ჩარევას.

მოწევის შეწყვეტის  და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის, კარდიოლოგ გიორგი კაპანაძის, ინფორმაციით, პრეპარატი, რომელიც მკურნალობისას გამოიყენება, მაღალი ეფექტიანობით ხასიათდება.

“მედიკამენტი, რომლითაც მძიმე მწეველების დახმარება ხდება, ხელს უწყობს მოწევისთვის თავის  დანებების თანმდევი პროცესების უმტკივნეულოდ, ნაკლები ძალისხმევით გადატანას. 

“პრეპარატს არაერთი კვლევა აქვს გავლილი,  შემოწმებული და მიღებულია  ამერიკის წამლის ასოციაციის, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების და ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ.  აქვს ძალიან მაღალი ეფექტი,  პრეპარატი არ ინიშნება ორსულებში,” – განმარტავს “ფორტუნასთან” კარდიოლოგი  გიორგი კაპანაძე .   

მოწევისთვის თავის დანებების მიზნით მწველთა დიდი ნაწილი ელექტროსიგარეტს მიმართავს. ექიმ – კარდიოლოგის განმარტებით, მედიცინა მტკიცებულებებს ეფუძნება,  მაგალითად, კონკრეტულ წამალს რა შედეგი აქვს კონკრეტულ დაავადებაზე, მსგავსი მტკიცებულება ელექტროსიგარეთთან მიმარტებაში არის თუ არა უვნებელი, იწვევს თუ არა ნაკლებ პათოლოგიებს, არ არსებობს .

ცენტრი პრევენციული მიმართულებითაც გეგმავს მუშაობას და ამ კუთხით დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო კამპანია სტუდენტების  და მოსწავლეების ჩართულობით.

“ნარკოტიკისგან განსხვავებით,  რომელზეც ყველამ იცის,  რომ აუცილებლად მიჩვევას იწვევს, სიგარეტის პირველი ღერის მოწევისას ყველა ფიქრობს, რომ თავის დანებება მარტივია,  რომ ნებისმიერ დროს შეძლებენ. ეს განცდა არის სწორედ სიგარეტის მახე  და ამის შესახებ უნდა მივაწოდოთ ახალგაზრდებს ინფორმაცია,” – ამბობს გიორგი კაპანაძე.

ცენტრში  მკურნალობის კურსი სამთვიანია და მძიმე მწეველის შემთხვევაში, როცა მედიკამენტით მაქსიმალური ჩარევა ხდება, ღირებულება 700 ლარამდეა.   (დაახლოებით იმდენივე,  რაც ამავე პერიოდში სიგარეტის საყიდლად დაგჭირდებოდათ).

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები