LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მოპოვებული ნავთობის სახელმწიფო წილს Extol Trading Limited-ი შეიძენს

260

სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისაგან“ 7000 ტონამდე ნედლ ნავთობს საექსპორტოდ კომპანია Extol Trading Limited-ი შეიძენს.

კორპორაციას გასაყიდად გამოტანილი ქონდა Georgian Light ტიპის 4500 ტონა (სავარაუდო მოცულობა) და Georgian Heavy ტიპის 2500 ტონამდე (სავარაუდო მოცულობა) ნავთობი. აუქციონში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ – Extol Trading Limited-მა გამოთქვა და გამარჯვებულიც ის გახდა.

Extol Trading Limited-ი კორპორაციისგან ერთ ბარელ ნავთობს, 6.04 აშშ დოლარი დისკაუნტით შეიძენს. სნგკ-მ 7000-ს ტონამდე ნედლი ნავთობის გასაყიდად აუქციონი 2016 წლის 7 მაისს გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები