LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მომხმარებელს ვებგვერდზე Apple Pay-ით გადახდებს სთავაზობენ

65
Apple pay- გადახდები

საქართველოს ბანკი მომხმარებლისათვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად სიახლე Apple Pay-ით, ელექტრონული კომერციის საშუალებით – კომპანიების ვებგვერდიდან გადახდებს შეეხება.

საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მომხმარებელს მისი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტი კომფორტი შეუქმნას.

დღეიდან, კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ვებგვერდიდან მომხმარებლებს შესთავაზონ, უსაფრთხოდ და მარტივად, Apple Pay-ით ონლაინ გადახდების წარმოება. ამისათვის საჭიროა  დაუკავშირდეთ ბანკს ნომერზე: 2 444 444 და მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია ტექნიკური დეტალების შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ვებგვერდზე გადახდების დამატება.

მას შემდეგ რაც Apple Pay ღილაკი დაემატება ვებგვერდს, გადამხდელი მარტივად, ბარათის მონაცემების შეყვანის გარეშე დაასრულებს გადახდას Apple-ის ნებისმიერ მოწყობილობაზე თითის ანაბეჭდის ან Face ID-ს საშუალებით. ამავდროულად, Apple Pay-სთან ერთად, სტანდარტული გადახდის მეთოდები რჩება უცვლელი. აქვე აღვნიშნავთ, რომ Apple Pay-ის საშუალებით ვებგვერდიდან გადახდები შესაძლებელია მხოლოდ Safari web browser-ის  გამოყენებით.

გამოიყენე ყველა შესაძლებლობა, რომლებსაც საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტები გთავაზობს!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები