საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 3.5 (ml) მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრი კი კვლავ სოფელ სამებასთან იყო.
პირველად ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს: “დღეს, თბილისის დროით 10:55 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.5 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”.