LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მიმდინარე პროცესებმა გამოავლინა დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფე: ჟიგიმანტას პავილიონისი რამდენიმე ქვეყნის კანონმდებელთან ერთად განცხადებას ავრცელებს

64
FORTUNA.GE- (1)

“მოვუწოდებთ ქართველებს, გაერთიანდნენ, რათა გამონახონ პოლიტიკური გამოსავალი იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დავინახეთ და არ მიმართონ სხვების მიერ გამოყენებულ ტაქტიკას ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ.” – ამ მოწოდებას ვკითხულობთ ერთობლივ მიმართვაში, რომელიც ვრცელდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საპასუხოდ.

სპეციალურ განცხადებას ხელს აწერენ: ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი; პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარეკ კუჩინსკი; ლატვიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი; ჩეხეთის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი; ამერიკელი სენატორი რობერტ მენენდესი; ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიკჰელსონი; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნორბერტ როტგენი და გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტუგენჰატი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მართალია, საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრის ადგილი ეჭვს არ იწვევს, თუმცა მას საფრთხეს უქმნის ძალადობა თავისუფლებაზე და თავდასხმები:

“საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე განხორციელებულმა თავდასხმამ და მისი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ ქვეყანაში გამოავლინა დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფე.

ძალადობა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების გაცხადებულ მისწრაფებებს. მიმდინარე პროცესები ასევე ეწინააღმდეგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის, ელჩების ფასილიტატორობით მიღწეულ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებას.” – ვკითხულობთ განცხადებაში.

მიმართვაში, სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლები მოუწოდებენ გაერთიანდნენ მოქალაქეები და გამონახონ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი:

“ანტიდემოკრატიული ქმედებები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ დაიწყო, იწვევს დესტაბილიზაციას. პროცესები ხაზს უსვამს ძალაუფლების მქონე ყველა ადამიანის პიროვნულ პასუხისმგებლობას – გამოიჩინონ თავშეკავება.” – აღნიშნულია ერთობლივ მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები