LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მილიონერს ეძებენ, რომელმაც ჯეკპოტი მოიგო და ჯერ არ იცის

53

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!! „ლოტო 6/42“-ის 21 იანვრის გათამაშებაში მოგებული ციფრებია: 17; 24; 25; 29; 33; 36.

კომპანია „საქართველოს ეროვნული ლატარია“ ამ დრომდე ეძებს ადამიანს, რომელმაც მოიგო „ლოტო 6/42“- ის მილიონიანი ჯეკპოტი. თუ თქვენ გუშინ საღამოს „6/42“ ლოტოს გათამაშებისთვის ბილეთი შეავსეთ, სადაც ზემოთ დასახელებული ციფრები მიუთითეთ, თუმცა არ გიყურებიათ გათამაშებისთვის პირდაპირ ეთერში და არ შეგიმოწმებიათ რიცხვები სოციალური ქსელის, საქართველოს ეროვნული ლატარიის ოფიციალური გვერდის მეშვეობით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 032 2 00 77 00!

საქართველოს ახალი მილიონერი თავისუფლად შეიძლება, იყოთ თქვენ! აუცილებლად მოძებნეთ შევსებული ბილეთი: ყველა ჯიბეში, ყველა ჩანთასა, თუ სურსათის პარკში და სასწრაფოდ შეამოწმეთ ამოსული რიცხვები!

„გუშინ „ლოტო 6/42“-ის 193-ე გათამაშებაში ყველაზე იღბლიანმა ადამიანმა 1 182 454 ლარი მოიგო და ჩვენ მას ამ დრომდე ველით! იყავით შემდეგი, ითამაშეთ ლატარია!“, – აცხადებენ კომპანია „საქართველოს ეროვნულ ლატარიაში“.

ცნობისთვის, „ლოტო 6/42“-ის ბილეთების შესაძენად გადადით ლინკზე: https://lotto.ge/games/lotto-6-42

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები