LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მაღალ პოზიციებზე ვაკანსიები აღარ ცხადდება

123
ვაკანსია

ქვეყანაში ვაკანსიები 2019 წელთან შედარებით, დაახლოებით, 40%-ით შემცირდა. აღნიშნულ საკითხზე გადაცემა „ქალების ნარატივში“ დასაქმების სააგენტო HR.GE-ის რეგიონულმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა ისაუბრა. ის შრომის ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში მაღალ პოზიციებზე ვაკანსიები, ფაქტობრივად, აღარ ცხადდება.

„თებერვლიდან, ვაკანსიების კუთხით საკმაო კლება იყო. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს ჯამურად 40%-იანი კლება გვქონდა. მარტი-მაისის პერიოდში, ვაკანსიები 70%-ით შემცირდა, რაც პრინციპში, ჩვენი კომპანიის ისტორიაში პირველად მოხდა და ასეთი კლება საქართველოს შრომის ბაზარზე აქამდე არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნა HR.GE-ის რეგიონულმა მენეჯერმა.

მისივე განმარტებით, კრიზისული აღმოჩნდა ნოემბერ-დეკემბრის პერიოდიც, როცა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, ვაკანსიების რაოდენობა განახევრდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები