LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ლუდის აბაზანების მიღება უკვე შესაძლებელია

303
beer-spa

ასპინძაში ლუდის სპა-ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პროექტის განამახორციელები კომპანია „ქვევრის ლუდი“ აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ სექტემბრიდან ადგილზე გაიხსნება სასტუმროც, სადაც სპა-ცენტრში ჩასულ სტუმრებს ღამით დარჩენაც შეეძლებათ.

„ქვევრის ლუდი უნიკალურია მსოფლიოში. გვეწვიეთ მესხეთში- ასპინძის რაიონში, ადგილზე ნახეთ, გასინჯეთ და სურვილისამებრ მონაწილეობა მიიღეთ ქვევრის ლუდის ხარშვის პროცესში, დააგემოვნეთ მესხური კერძები, ადგილზე, მესხურ ფურნეში გამომცხვარი ალაოს პური, ისიამოვნეთ ცხელი ლუდის სპით. გაატარეთ დაუვიწყარი დასვენების დღეები!“, – აცხადებენ კომპანია „ქვევრის ლუდში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები