LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ლიდერი ქალი ბიზნესში გამოვლინდება

524

თბილისში მესამე ყოველწლიური კონფერენცია “ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში” გაიმართება. ღონისძიება სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია”-ში 31 მარტს 10:30-14:30 საათზე, USAID -ის პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის (G4G) საქართველოში”, მეწარმე ქალთა საბჭოსთან ერთად და თბილისის მუნიციპალური მერიის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩატარდება. კონფერენციის მიზანია ქალთა როლის გაძლიერება ქვეყნის მართვაში, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებაში.

როგორც ”ფორტუნას” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, წარმატებული ქალების ისტორიები, რომელთაც კონფერენციის გამომსვლელები წარადგენენ, სტიმულის და შთაგონების მიმცემი იქნება ყველა მონაწილე ქალბატონისთვის.

მათივე ცნობით, ღონისძებაზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები ნომინაციაში – ლიდერი ქალი ბიზნესში, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში. ასევე გაიმართება გამოფენა, სადაც მეწარმე ქალები წარადგენენ თავიანთ კომპანიას და/ან პროდუქციას.

შეხვედრას გახსნის USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი, ვერონიკა ლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები