LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კოვიდით გარდაცვლილ 13 პაციენტს შორის ერთი სამედიცინო პერსონალია

308
1585039101-5e79c6fddeafe-5e79c806d3dcf

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი მე-13 პაციენტიდან ერთი საშუალო რგოლის სამედიცინო პერსონალია. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ისაუბრა. გამყრელიძე განმარტავს, რომ ზაფხულის პერიოდი პირველადი ჯანდაცვის ექიმების გადამზადებისთვის უნდა გამოიყენონ.

“გარდაცვლილ პაციენტს კოვიდი არ უდასტურდებოდა, თუმცა მდგომარეობის სიმძიმე ინფექციამ განაპირობა” – ლევან გოფოძე

“ჯანდაცვის სამინისტროში ვიმსჯელეთ რა უნდა განხორციელდეს სისტემის უკეთ მზადყოფნასთან დაკავშირებით. მაგალითად, პირველადი ჯანდაცვის ექიმები, მათი მუდმივი გადამზადების რეჟიმი, სწავლება და ა.შ. ყველაფერი, რაც კოვიდთან არის დაკავშირებული გრიპისა და ბევრი სხვა დაავადების დროს გამოგვადგება. ეს ზაფხული ამ თვალსაზრისით უნდა იქნას გამოყენებული.
იცით, რომ დაახლოებით 13 პროცენტამდე სამედიცინო პერსონალი დაგვიინფიცირდა. ეს არ არის დიდი მაჩვენებელი, ევროპაში 20-21 პროცენტი იყო. სამწუხაროდ, სამედიცინო პერსონალის გარდაცვალებაც ხდება. ჩვენც გვაქვს ერთი საშუალო სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების შემთხვევა. ამიტომ, მუდმივი გადამზადება, მუდმივი სწავლებაა საჭირო”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.