ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 1168 შემთხვევაა დადასტურებული.
აქვე ვრცელდება ინფორმაცია გამოჯანმრთელებულთა მონაცემების შესახებ, რომლის მიხედვით ქვეყანაში ახალი კორონავირუსი კიდევ ხუთმა პაციენტმა დაამარცხა. ბოლო ინფორმაციით საქართველოში გამოჯანმრთელებულია სულ 940 ადამიანი.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6596 მოქალაქე იმყოფება.