LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა

113
74cb03d4-0502-4d82-98ea-f4cd52612cdf-640

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 094 პირი ემსხვერპლა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 ტესტი, შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 599 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 180 441-მდე გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები