LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა

78
BeFunky-collage (45)

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი. ბოლო ინფორმაციით, განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 708 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, საქართველოში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები