LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით 3 120 დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა – 2 358

102
KORONA

ბოლო 24 საათში საქართველოში 3120 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 2 358 პაციენტი, ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობით ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 358 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 52 169-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11, აჭარაში – 11, იმერეთში – 7, ქვემო ქართლში – 1, გურიაში -1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 599 გარდაცვალების შემთხვევა“, – განაცხადა ხოჯევანშვილმა.

დღეს გამოვლენილი 3 120 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა,

აჭარა – 502,

იმერეთი – 517,

ქვემო ქართლი – 192,

შიდა ქართლი – 126,

გურია – 95,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 332,

კახეთი – 100,

მცხეთა-მთიანეთი – 107,

სამცხე-ჯავახეთი – 95,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.

სულ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 69 681 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 52 169 გამოჯანმრთელდა, 599 კი გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები