საქართველოში, 15 მარტიდან, მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო, 27 აპრილის ჩათვლით, სულ 748 დოზა COVID 19-ის ვაქცინა დაიკარგა – ინფორმაციას ამის შესახებ Cactus Media ავრცელებს.
ვაქცინების დანაკარგები კი შემდეგნაირია:
♦ თბილისი → 423
♦ აჭარა → 66
♦ გურია → 39
♦ იმერეთი → 74
♦ კახეთი → 22
♦ მცხეთა-მთიანეთი → 46
♦ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი → 6
♦ სამეგრელო და ზემო სვანეთი → 4
♦ სამცხე-ჯავახეთი → 11
♦ ქვემო ქართლი → 29
♦ შიდა ქართლი → 28
ინფორმაციისთვის: ვაქცინა მაშინ იკარგება, როდესაც ერთი ფლაკონი იხსნება, მაგრამ საკმარისი რაოდენობის მსურველების არარსებობის გამო, ვაქცინების ნაწილი უკვე გამოსადეგი აღარ არის.
ერთ ფლაკონში 10 დოზა ვაქცინაა. ყველა მათგანი გახსნიდან 6 საათში უნდა დაიხარჯოს.
ვაქცინების დანაკარგები არის როგორც ფაიზერის, ასევე ასტრაზენეკას ვაქცინების შემთხვევაში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს სტატისტიკა აქვს ორივე ვაქცინის შესახებ ჯამურად და არა ცალ-ცალკე.