საქართველოში „კოვიდ 19″ კიდევ ერთ პირს გამოუვლინდა. პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში წყალტუბოს საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.
68 წლის მამაკაცი აზერბაიჯანის მოქალაქეა. ის საქართველოში სწორედ აზერბაიჯანიდან შემოვიდა.
ამ დროისთვის სტაციონარში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული.
შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ 19”-ის 809 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 674 პირი. 13 შემთხვევა კი ფატალურად დასრულდა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში რჩება 2915 ადამიანი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ – 237.