საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი, დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 1160-ს მიაღწია. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი და საერთო ჯამში ქვეყანაში “კოვიდ 19” უკვე 935 ადამიანმა დაამარცხა. ინფიცირების 17 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 6489, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 337 მოქალაქე იმყოფება.
რაც შეეხება, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა კვლავ 41-ია.