საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 1010-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია, მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენი და საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსი უკვე 885-მა ადამიანმა დაამარცხა. გარდაიცვალა 15 პაციენტი.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 5640, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 244 ადამიანი იმყოფება.
რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა 41-ია.