საქართველოში 24 საათში “კოვიდ 19” 24 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 1073-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
გამოჯანმრთელებულთა 4 ადამიანი და საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსი 907 ადამიანმა დაამარცხა.
გარდაცვლილთა რაოდენობა უცვლელია და კვლავ 16-ს შეადგენს.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 5692, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 275 ადამიანი იმყოფება.
რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41