LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის 196 შემთხვევა დაფიქსირდა

142
covid-19 test-2-2

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 196 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2758-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 31 ადამიანი და ჯამში ქვეყანაში ვირუსი 1412-მა ადამიანმა დაამარცხა.

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 6633, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 ადამიანი იმყოფება.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კვლავ 41-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები