საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 2562-ს მიაღწია.
ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 6633, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 ადამიანი იმყოფება.
“კოვიდ 19”-ით ადამიანი ქვეყანაში 19 გარდაიცვალა.
რაც შეეხება უცხოეთიდან საქართველოში გადმოყვანილ მოქალაქეებს, მათი რაოდენობა კვლავ 41-ია.