სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ ციფრული ტრანსფორმაციის ლაბორატორია შექმნა, რომლის ფარგლებშიც, კლიენტ კომპანიებს ონლაინ მაღაზიების შექმნაში დაეხმარება.
ამისათვის „ალდაგმა“ თანამშრომლობა დაიწყო კონსულტანტთა ჯგუფთან, რომელიც კომპანიებს კოორდინაციას გაუწევს იმისათვის, რომ მათ მოკლე დროში მოახერხონ ონლაინ მაღაზიების პლატფორმების შექმნა და ონლაინ ოპერირების დაწყება.
ელექტრონული კომერციის სპეციალისტები ორგანიზაციებს დაეხმარებიან, მიიღონ ოპტიმალური შეთავაზება, რომელიც მათ საჭიროებებზე იქნება მორგებული. სერვისი ორეტაპიანია და მოიცავს, პირველ ეტაპზე, პროფესიონალების კონსულტაციასა და ბიზნესზე მორგებული გადაწყვეტის შეთავაზებას, მეორე ეტაპზე კი, კლიენტის სურვილის შემთხვევაში, პროცესის მართვას მაღაზიის აწყობამდე. სერვისი ხელმისაწვდომია „ალდაგის“ როგორც არსებული, ისე პოტენციური მომხმარებლებისთვის.