LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი გაჩნდა – სერგო რატიანი

70

საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი გაჩნდა – ეს პატიმარი გოგა ონიანია, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა.

რატიანის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა იზრდება.

“2012 წლიდან გოგა ონიანი იყო აქტიური პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც მიღებული აქვს მონაწილეობა არა ერთ საპროტესტო აქციაში და იყო პოლიტიკური პატიმრების ადვოკატი, მათ შორის აქციებზე დაპატიმრებული პოლიტიკური პატიმრების ადვოკატი. თქვენ გინდათ თქვათ, რომ სამართალის უზენაესობა განხორციელდა, როდესაც ამ საქმეში არც გამომძიებელი არ არის დაპატიმრებული და გასამართლებული, არც პროკურორი და არც ის პოლიციელები, რომლებიც საქმეში ”გადიოდნენ”. კარგად გესმით, თუ რანაირ სამართლის უზენაესობას აქვს ადგილი!”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

ადვოკატი გოგა ონიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები