საქართველოში კორონავირუსის კიდევ 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამავე გვერდის მიხედვით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1 351 შემთხვევაა დაფიქსირებული.
დილის მონაცემებით გამოჯანმრთელებულთა შესახებ ინფორმაცია საიტზე არ განახლებულა და კვლავ 1 092-ია.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 597 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.