LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს

144
1

30 ივლისიდან საქართველოში ამინდი უმჯობესდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტომდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

დაბლობსა და ბარში, დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.