LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში იმერული ხაჭაპურის მომზადება გაძვირდა

132
ხაჭაპური

კვლევითი ინსტიტუტი ISET ოქტომბრის ხაჭაპურის ინდექსს აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით, იმერული ხაჭაპურის მომზადება გაძვირდა. მისი მომზადების ღირებულებამ 6.13 ლარი შეადგინა. აღნიშნული ფასი 4.2%-ით მაღალია წინა თვესთან და 6.8%-ით დაბალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თვიურ ჭრილში ხაჭაპურის ღირებულება ყველა დიდ ქალაქში გაიზარდა, გარდა ბათუმისა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა თბილისსა (+15.1%) და თელავში (+4.4%).

აღნიშნული ტენდენციის მიზეზი ადგილობრივი ტურიზმის შავი ზღვის სანაპიროდან აღმოსავლეთ საქართველოში გადანაცვლებაა, რამაც მოთხოვნისა და შესაბამისად, ფასების ცვლილება გამოიწვია.

გასულ თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე, გარდა კარაქისა, რომლის ღირებულებაც უცვლელი დარჩა. ოქტომბერში ფასების ზრდის დინამიკა ასე გამოიყურება: კვერცხი – +5.9%, ყველი – +4.2%, ფქვილი – +2.7%, საფუარი – +2.4%, რძე – +1.9%.

ვინაიდან რძის მიწოდება სეზონურად იკლებს, მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში ხაჭაპურის მთავარი ინგრედიენტის – ყველისა და რძის ფასები კიდევ უფრო გაიზრდება – აღნიშნულია ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები