LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში იმდენი საინტერესო აქსესუარი იქმნება, ასე თუ გაგრძელდა მალე მილანი დაისვენებს – ზვიად ციკოლია

1458
148688382-136993178189693-6435138431351490387-n

„საქართველოში იმდენი საინტერესო აქსესუარი და ნივთი იქმნება, ასე თუ გაგრძელდა, მალე მილანი დაისვენებს. ბრავო!“, – ამის შესახებ ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია წერს, რომელიც სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და საკუთარ მომხმარებლებს სიახლეებს ხშირად უზიარებს ხოლმე.

ამჯერად, ციკოლიამ ქვევრის თემატიკაზე შექმნილი აქსესუარების ხაზიდან სულ ახალი ბეჭედი წარმოადგინა. გარდა ამისა, ცნობილმა დიზაინერმა ერთგული გულშემატკივრებისთვის დაპირებული საათიც შექმნა – 7 ავტომატური მექანიზმით, თან, მხოლოდ 30 ცალი თითო ფერი.

აღსანიშნავია ისიც, რომ სიყვარულის, ანუ ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, ცნობილი დიზაინერის მიერ შექმნილ აქსესუარებზე ფასდაკლების აქცია მიმდინარეობს.

„25%-იანი ფასდაკლება შერჩეულ მოდელებზე❗ მხოლოდ 14 თებერვლამდე❗ შეძენა შეგიძლიათ: ჩვენს ბუტიკში (შარდენი, ბამბის რიგი 7) ასევე ონლაინ. საკურიერო მომსახურება უფასოა საქართველოში❗“, – იუწყება ბრენდ „ციკოლიას“ ოფიციალური ფეისბუქ გვერდი.

შეგახსენებთ, ზვიად ციკოლია საკუთარი წარმოების საქართველოში გადმოტანას გეგმავს. მისი თქმით, ეს ყველა პროცედურის, მათ შორის, ხარისხის კონტროლის საშუალებასაც მისცემს და მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკასაც სასიკეთოდ წაადგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები