LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჰიბრიდული და ელექტრო მობილების იმპორტი გაიზარდა – 2017 წლის მონაცემები

237

2017 წლის იანვარსა და თებერვალში, საქართველოში 11 ელექტრომობილი შემოიყვანეს.

რაც შეეხება ჰიბრიდს, ამ ტიპის ავტომობილების იმპორტი მნიშვნელოვნად გაზრდილია. იანვარში ქვეყანაში 581 ჰიბრიდული ავტომობილი შემოიყვანეს, ხოლო თებერვალში – 777. (სულ ორ თვეში 1358 ჰიბრიდი)

ეს საკმაოდ დიდი ზრდაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2016 წლის განმავლობაში ქვეყანაში სულ 4701 ჰიბრიდი განაბაჟეს. ელექტრომობილი კი 33 ცალი.

რაც შეეხება სრულ სურათს, როგორც “ფორტუნას” შსს–დან აცნობეს, ორი თვის განმავლობაში საქართველოში სულ 134 83 ავტომობილი შემოიყვანეს.

ეს კი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა.

საქსტატის ცნობით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნული პროდუქციის წილი მთელ იმპორტში 1.7%-ით არის შემცირებული.

კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ–თებერვალში მისი წილი საიმპორტო საქონელში 5.4%-ია; მაშინ როცა წინა წლის იანვარ-თებერვალში 7.1%-იყო.

2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში” შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი – შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილები ბაჟის გადასახადისგან გათავისუფლებულია.

 

თამთა უთურგაშვილი