LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში Google-ის მასტერკლასზე დასწრებას უფასოდ შეძლებთ

72
92359227-2833196870063610-141587582642290688-o

Google-ის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, 14 აპრილს, 12:00 საათზე, ონლაინ მასტერკლასიციფრული ტექნოლოგიები ტურიზმშიგაიმართება. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

სემინარს Google-ის სერტიფიცირებული საერთაშორისო ტრენერები და ფოტოგრაფები ჩაატარებენ.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, აიმაღლონ ციფრული უნარები Google Map-ის კორექტირების, ლოკაციების დამატების, ვიზუალიზაციასთან მუშაობისა და ტურიზმთან დაკავშირებული მოვლენების ანალიზის მიმართულებით.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, Google-ის მასტერკლასის ჩასატარებლად თბილისში საერთაშორისო ტრენერების ჩამოსვლა იგეგმებოდა, თუმცა COVID-19-ის ვირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო მასტერკლასი ონლაინ გაიმართება.

ონლაინ მასტერკლასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს. რეგისტრაცია უფასოა.

https://bit.ly/39XBgAx

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები