LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში გასაქირავებელი ბინები 27%-ით, გასაყიდი კი 10%-ით გაძვირდა

99
dididigomi

საქართველოში გასაქირავებელი ბინები 27%-ით, გასაყიდი კი 10%-ით გაძვირდა – საკითხზე „საქმიანი დილის“ ეთერში თიბისი კაპიტალის კვლევების უფროსმა ირინა კვახაძემ ისაუბრა. მისივე თქმით, საკმაოდ მაღალია AIRBNB-ზე გამოტანილი უძრავი ქონების დატვირთულობაც.

„უძრავი ქონების ბაზარს საკმაოდ მზარდი ტემპი ჰქონდა, ამ ტემპს აგრძელებს მარტშიც. ტრანზაქციების რაოდენობას თუ შევადარებთ წინა წელს 19%-ით არის გაზრდილი, პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა გაცილებით მაღალია, 40%-ით აჭარბებს 2019 წელს. ქირის ფასი გაზრდილია 27%-ით. იანვრის დაკვირვებითაც, ქირა ჯერ კიდევ ჩამოუვარდებოდა პრეპანდემიურ პერიოდს და ახლა შეცვლილი რეალობის ფონზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის დაეწევა და შეიძლება გადააჭარბოს კიდეც 2019 წლის მაჩვენებლებს. 10%-ით არის გაზრდილი გასაყიდი ბინის ფასი”, – აღნიშნა თიბისი კაპიტალის კვლევების უფროსმა „საქმიან დილაში“ საუბრისას.

მისივე განმარტებით, ფასის ზრდა უფრო შეინიშნება ცენტრალურ უბნებში, ვაკეში, მთაწმინდაზე, საბურთალოზე, საშუალოდ ეს არის 15-18%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები