LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში გამოფენა Made in Belarus გაიმართება

164
Made in Belarus concept, 3D rendering isolated on white background

საქართველოში ბელარუსის მწარმოებელთა გამოფენა Made in Belarus გაიმართება.

„საგამოფენო უნიტარული საწარმო „ბელინტერექსპო“ გაცნობებთ ბელარუსის მწარმოებელთა გამოფენა ”Made in Belarus“-ის ორგანიზების შესახებ (2019 წლის 20 – 23 მარტი, ქ. თბილისი, საქართველო). გამოფენა Made in Belarus-ის ფარგლებში დაგეგმილია ბელარუსის მწარმოებელთა პროდუქციის ფართო სპექტრის წარდგენა, მათ შორის ისეთი დარგების, როგორებიცაა: საკვები პროდუქტების წარმოება, სოფლის მეურნეობა, მანქანათმშენებლობა, ხელსაწყოთმშენებლობა, ნავთობქიმია, მედიცინა, განათლება, სახალხო მოხმარების საქონელი და ა.შ. (მონაწილეთა ჩამონათვალი თანდართულია)“,- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ასევე, 2019 წლის 20 მარტს, დაგეგმილია ქართულ-ბელარუსული საქმიანი საბჭოს ჩატარება ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრის მოადგილის მ.ი. რუსის, ასევე საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მ.მ. მიატლიკოვისა და ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვ.ვ. კვარაცხელიას მონაწილეობით.

საქმიანი საბჭოს მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ჩაატარონ საქმიანი შეხვედრები  და მოლაპარაკებები თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და საწარმოო კოოპერატივების შექმნის მიზნით.

ბელარუსის მწარმოებელთა გამოფენა Made in Belarus განთავსდება გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯია“-ს მე-11 პავილიონში. გამოფენის სამუშაო საათები: 10.00-დან 18.00 საათამდე.

დასწრება უფასოა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები