საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს.
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.9 მლნ აშშ დოლარი (751.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 26.7%-ით (103.3 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.8%-ი 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის.
ფულად გზავნილებში პირველ ადგილზე ისევ რუსეთის ფედერაციაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთიდან გზავნილების მოცულობა წინა წლის სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით 114 471.1 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია და წელს 59,471.3 აშშ დოლარს შეადგენს.
სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი ასევე დაფიქსირდა იტალიიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ყაზახეთიდან და ისრაელიდან.
რაც შეეხება სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის ოდენობას, მან 28.9 მლნ აშშ დოლარი (76.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.5%-ით (32.0 მლნ აშშ დოლარი) ნაკლებია წინა წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.