საქართველოში ამ ეტაპზე 752 მძიმე კოვიდპაციენტია, სუნთქვის აპარატზე კი 202 ადამიანი იმყოფება.
Stopcov.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მონაცემები ასე ნაწილდება:
752 მძიმე პაციენტიდან თბილისში 357 პირი მკურნალობს, აჭარაში – 89, იმერეთში -131.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფი 202 პაციენტიდან, თბილისის კლინიკებში მოთავსებულია 135, აჭარაში – 10, იმერეთში – 11.
627 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 377 – თბილისში, 220 – აჭარაში.
5 871 პირი კი მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი.
ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება 16 462 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 212, პირი, აჭარაში – 2 210, იმერეთში – 1 201.