LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება მესამე ტალღის პიკთან მიმართებით, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით: ამირან გამყრელიძე

85
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემილოგიური სიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება. მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს, რათა დაიცვას „ოქროს შუალედი“, რომ ქვეყანაში ეპიდემილოგიური მდგომარეობა არ გაუარესდეს.

„ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში თანდათან, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით, ეპიდსიტუაციის ყველა ინდიკატორი უმჯობესდება. მხედველობაში მაქვს როგორც ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, ასევე დადებითობის მაჩვენებელი. რომ შევაჯამოთ საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უმჯობესდება მესამე ტალღის პიკთან მიმართებით, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით.

რაც შეეხება სხვა შეზღუდვებს, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად მის შემსუბუქებასთან მიმართებით. მოგეხსენებათ, ოქროს შუალედი უნდა მოვძებნოთ და დანის პირზე უნდა ვიაროთ ერთი მხრივ, რომ არ გაუარესდეს ეპიდსიტუაცია და მეორე მხრივ, მეტი თავისუფლება მიეცეს ეკონომიკას“, – აცხადება ამირან გამყრელიძე.