LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ენერგეტიკის შემთხვევაში, ერთ-ერთი დაბალი ტარიფებია როგორც რეგიონში, ისე ევროპაში – ფინანსთა მინისტრი

61
132421847-3706939602677659-4252637997585914091-n

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში ელექტროენერგიის გაძვირება გარდაუვალი იყო. ივანე მაჭავარიანმა „ღამის კურიერში“ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების შესახებ ვრცლად ისაუბრა.

„2021 წელი რთული იქნება, შესაბამისად, ამ პერიოდშია მნიშვნელოვანი, დავეხმაროთ და თანადგომა გამოვუცხადოთ მოსახლეობასა და შესაბამისად, ბიზნესის გარკვეულ ნაწილს, რაც, ძირითადად, კვების მრეწველობას შეეხება. 2022-2023 წელს უფრო სწრაფ და დინამიკურ ეკონომიკურ აღდგენას ველოდებით. ამ პერიოდში, უკვე საბაზრო მექანიზმები იმოქმედებს და იმედი მაქვს, რომ ჩვენ აღარ მოგვიწევს სუბსიდირება. იქნება გაძვირება, თუმცა ეს იყო გარდაუვალი. როცა ჩვენ სხვადასხვა სექტორს, ამ შემთხვევაში, ენერგეტიკას ვაანალიზებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი დაბალი ტარიფებია – როგორც რეგიონში, ისე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში“ – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო ტარიფი (დღგ-ს ჩათვლით) 3.5 თეთრით იზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები