LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ელექტრონული ნარჩენების გადამუშავების კამპანია იწყება

386

„ენვიროსერვის“ მიერ  წარმოებული ინიციატივის ფარგლებში, საქართველოში ელექტორნული ნარჩენების გადამუშავების კამპანია იწყება.

მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში, უნივერსიტეტებსა და ადმინისტრაციულ შენობებში, ელექტრონული ნარჩენების შეგროვებისთვის, 300–მდე ყუთი განთავსდება.

კომპანია უზრუნველყოფს აღნიშნული ოპერაციის მართვას, ელექტრონული ნარჩენების მიღებაში თანამშრომლების სწავლებას და მოაგვარებს კამპანიის ლოგისტიკურ საკითხებს.

შემდგომი ნაბიჯი იქნება ყუთების დაცლა, ნარჩენების კონტეინერებში მოთავსება და დუბაიში გაგზავნა, სადაც მოხდება მათი გადამუშავება.

ასევე, კომპანიის მიერ შემუშავდება ე. წ. „მწვანე ანგარიში“ რომელიც პერიოდულად გაეგზავნება სამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. კომპანია აგრეთვე გეგმავს ჩამოაყალიბოს ამ სექტორში სახელმწიფოსა და კერძო კომპანიებს შორის თანამშროლობა, რათა წარმოაჩინოს  საქართველოს სწრაფვა შესაბამისობაში მოვიდეს სავალდებულო ევროპულ რეგულაციებთან გარემოსდაცვით სფეროში.

ამას გარდა, კომპანია გეგმავს:

  • ელექტრონული ნარჩენების ეროვნული კამპანიის დაწყებას, რომელიც გულისხმობს ელექტრონული ნარჩენების შესაგროვებელი პუნქტების ორგანიზებას საქართველოში საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში.
  • აღდგენილი ფრეონის/პლასტიკის/ლითონებისა და სხვა მასალების გადამუშავებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების კუთხით საქმიანობის დაფინანსებას და განხორციელებას.
  • საქართველოს განვითარებას და მასში ინვესტიციების განხორციელებას, რათა იგი გახდეს ელექტრონული ნარჩენების გადამუშვების რეგიონული ცენტრი.
  • თბილისში გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას

კომპანია „ენვიროსერვი“– ის სათაო ოფისი დუბაიში მდებარეობს. კომპანია ელექტონული ნარჩენების შეგროვება/გადამუშავებაში 2005 წლიდანაა ჩართული. 2016 წელს „ენვიროსერვმა“ დააარსა ლიცენზირებული კომპანია “ენვიროსერვი – საქართველო“, რითაც მან დააფიქსირა თავისი სურვილი დაიწყოს საქართველოში ელექტორნული ნარჩენების შეგროვება და შემდგომი გადამუშავება.

კომპანია მხარს დაუჭერს ადგილობრივ ეკონომიკას დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნით, დაეხმარება საქართველოს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში, განახორციელებს საინფორმაციაო კამპანიას ელექტრონული ნარჩენებისა და მათი დამუშავებისა, ასევე ამ პროცესის გარემოსდაცვითი ასპექტების შესახებ.