LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ელექტრომობილების დამტენებით მოსარგებლეთა რიცხვი იზრდება

101

საქართველოში ელექტრომობილების დამტენებით მოსარგებლეთა რიცხვი იზრდება. შესაბამის სტატისტიკას კომპანია E-space საკუთარი დამტენების მონაცემების მიხედვით აქვეყნებს.

მათივე ცნობით, საქართველოში დამტენების რაოდენობა ამ ეპტაზე 25-ს მიაღწია.

კომპანია მადლობას უხდის ყველა ელექტრომობილის მფლობელს და აცხადებს, რომ მათი ძალისხმევით ატმოსფეროში 10 ტონაზე მეტი Co2 არ გავრცელდა.

„გთავაზობთ პირველი დამტენის გახსნიდან დღემდე, ელექტრომობილების მფლობელების მიერ ყოველთვიურად ჩვენი დამტენებით სარგებლობისას მოხმარებული ელექტროენერგიის სტატისტიკას.

ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული ელექტრომობილების უდიდესი ნაწილი არის Nissan Leaf, ამ ელექტრომობილის ბატარეის მოცულობა შეადგენს 24კვს, შესაბამისად, საერთო მაჩვენებლის (14,717კვ), მივიღებთ დაახლოებით 600-ჯერ სრულად დატენილ Nissan Leaf-ს“, – აცხადებენ E-space-ში.

ელექტრომობილების პოპულარიზაციის მიზნით 2016 წლის ნოემბრიდან E-space საქართველოში ავითარებს ელექტრომობილების დამტენების ქსელს, რომლით სარგებლობაც ყველა ელექტრომობილის მფლობელისთვის უფასოა.