LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების თითქმის 11%-იანი ზრდა იგეგმება

შუქი

2019 წელს ელექტროენერგიის მოხმარების 10.9%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი. ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული 2019 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, აღნიშნული ზრდის დაკმაყოფილება იგეგმება იმპორტით (+88.3% წ/წ) და ჰიდროგენერაციით (+3.3% წ/წ).

საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, ჰიდროგენერაციის ზრდის ძირითადი წყარო 2018 წელს ექსპლუატაციაში შესული და 2019 წელს ექსპლუატაციაში შესასვლელი (4 ჰესი 229გვტ.სთ წლიური გენერაციით) სადგურები იქნება.

G&T-ის ანგარიშის მიხედვით, ელექტროენერგიაზე მოხმარება ძირითადად პირდაპირი მომხმარებლების (+41.7% წ/წ) და ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტების (+10.5% წ/წ) ზრდით იქნება განპირობებული.

2019 წლის საპროგნოზო ბალანსში აგრეთვე გათვალისწინებულია ელექტროენერგიის ექსპორტის 18.4%-იანი ზრდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები