საქართველოში ელექტროდამტენების ქსელი კიდევ უფრო ფართოვდება. ”სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” ელექტროდამტენების ქსელს აფართოებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხმარებელი Socar- ის ქსელში E-space -ის ელექტროდამტენით უკვე ურბნისშიც ისარგებლებს.
შეგახსენებთ, ელექტროავტომობილების დასამუხტი აპარატები უკვე განთავსებულია Socar -ის სადგურებში: თბილისში, ბათუმში, თელავსა და ქუთაისში.