დღეს საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა. ორბელიანების სასახლეში გამართულ დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალს გუშინ, ის დისტანციურად, ბრიუსელიდან დაესწრო.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ისტორიიულ შეთანხმებას, სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა – “მე ახლა ბრიუსელში ვიმყოფები, თუმცა ჩემი გული საქართველოშია,” – განაცხადა პრეზიდენტმა. მან პოლიტიკურ ლიდერებს, შეთანხმების მიღწევა მიულოცა.
შარლ მიშელმა ასევე, “ტვიტერზე” ქართულად დაწერა – “საქართველოს გაუმარჯოს!”.