LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დღეს ერთით ნაკლები პოლიტიკური პატიმარია, გილოცავთ! ჯერჯერობით ორივე მხარე ვალდებულებს ასრულებს: ვაშაძე რურუას შეწყალებაზე

68
6a9e79a6501efbc604c20271b6e84402-thumb-2020-06-08-17-08-18-363933

“დამარცხებული დღევანდელ დღეს არავინ არ ჰყავს, როგორც დამარცხებული არ ჰყავდათ, საქართველოს შეთანხმების დღეს. რატომ?! იმიტომ, რომ დღეს საქართველოში ერთით ნაკლები პოლიტიკური პატიმარია.” – “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალებას ეხმიანება.

პრეზიდენტმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა

გიორგი ვაშაძე საზოგადოებას დღევანდელ დღეს ულოცავს და ამბობს, რომ, მისი აზრით, ახალი კულტურა ყალიბდება და ის საკითხები, რაზეც შეთანხმდნენ – სრულდება:

“ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დამარცხებული დღევანდელ დღეს არავინ არ ჰყავს, როგორც დამარცხებული არ ჰყავდათ, საქართველოს შეთანხმების დღეს. რატომ? იმიტომ, რომ დღეს საქართველოში ერთით ნაკლები პოლიტიკური პატიმარია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაზეც შევთანხმდით სრულდება, მე მგონი, ახალი კულტურა ყალიბდება. ჯერჯერობით ორივე მხარე საკუთარი ვალდებულების შესრულებას უჩვენებს. იმედი მაქვს, ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ ყველაფერს.

იმედი მაქვს, საჯარო დისკუსიაში დღეის იქით აღარ იქნება საუბარი ვინ არის უფრო ცუდი ჩვენს შორის, არამედ საუბარი იქნება იმაზე, რომ ყველამ ერთად ვიზრუნოთ შეთანხმების არასრულფასოვნად შესრულებაზე. საზოგადოებას დღეს სჭირდება ეროვნული თანხმობა და ამ თანხმობას სჭირდება შეთანხმების იმპლემენტაცია.” – თქვა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს  ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა და აღნიშნა, რომ შეასრულა სიტყვა, ხელი მაწერა შეწყალების აქტს და მიელსამება შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები