სინოპტიკოსები დღეს და ხვალ, ძირითადად საქართველოს დასავლეთ ნაწილში, ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
შესაბამის ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 1-2 ნოემბერს ზოგ რეგიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი. ასევე შესაძლებელია ქარის გაძლიერება და 2 და 3-ბალიანი ღელვა ზღვაზე.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.