LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი შემცირებულია – რას ამბობს “ოცნება” და ოპოზიცია Freedom House-ის დასკვანზე

76
freedomhouse_4267-750x400

Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში, „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 3.18-დან 3.07-მდე შემცირებული.

ანგარიშის თანახმად, 2022 წელს 2.50-დან 2.25-მდე შემცირდა საქართველოს ეროვნული დემოკრატიული მმართველობის ინდექსი, რისი მიზეზიც, ორგანიზაციის განმარტებით, 19 აპრილის შეთანხმების კოლაფსი და მმართველი პარტიისა და ოპოზიციის აქტორების ქმედებების გამო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავებაა.

გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, ამის შესახებ Freedom House-ის ანგარიშზე რომც არ ეწეროს, მისი შეფასებით, ქვეყანაში რომ დემოკრატია რომ უარესდება მოსახლეობისთვის ისედაც ცხადია. მისივე თქმით, ამ ვითარების გამოსასწორებლად აუცილებელია პოლიტიკურმა სპექტრმა ევროკავშირის წევრობის კითხვარი შინაარსობრივად სწორად უნდა შეავსოს.

პარტია “საქართველოსთვის” წევრის ანა ბუჩუკურის შეფასებით, ბოლო პერიოდში, ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით ვითარება გაუარესდა. მაგალითისთვის, მან 19 აპრილის, შარლ მიშელის შეთანხმების გაუქმება დაასახელა.

“ლელოს” დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, “იმდენად დიდი და საშიში ნაბიჯები გადაიდგა უკან დემოკრატიის და ადამიანის უფლებების გზაზე, რომ ამას მოჰყვა ძალიან მძიმე შეფასებები freedom house-ის ანგარიშში”.

“ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი, რას ფიქრობს, როცა ორი კვირის შუალედში ჩამოვიდა 2 ძალიან მძიმე ანგარიში აშშ- დან და ევროკავშირის კვლევითი ცენტრიდან, ამ ფონზე, როგორ ემზადება ხელისუფლება კითხვარის შესავსებად?”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური Freedom House-ის ანგარიშში დემოკრატიის ინდექსის შემცირებას კოვიდ პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს უკავშირებს.

მისი თქმით, არიან დემოკრატიული ქვეყნები, სადაც დემოკრატიის ინდექსი რამდენიმე საფეხურით შემცირდა.

“ეს დიდწილად განპირობებულია კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე მთელი რიგი შეზღუდვებით, რომელიც დააწესეს სახელმწიფოებმა და ეს იყო ადამიანის ზოგიერთი უფლების შეზღუდვა. ეს შეფასებები გასული წლის შეფასებებია, მთელი ცივილიზებული სამყარო თანხმდება, რომ დემოკრატიის მცირედით გაუარესება ძირითადად გამოწვეულია კოვიდ პანდემიით,”- განაცხადა ღუდუშაურმა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მაქსიმალური 100-დან 35 ქულა აქვს მინიჭებული და შეფასებულია, როგორც გარდამავალ – ჰიბრიდული რეჟიმი. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ანგარიშში საქართველოს ქულა 36 იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები