LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დემოკრატიის ინდექსი 2 პუნქტით გაუარესდა – The Economist

98
BeFunky-collage (1)

ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის, The Economist Intelligence Unit-ის 2020 წლის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 2019 წელთან შედარებით გაუარესებულია.  მონაცემებს ჟურნალი “ეკონომისტი” აქვეყნებს.

მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველო გლობალური დემოკრატიის ინდექსით მსოფლიოში 91-ე ადგილს იკავებს და ქვეყანა ჰიბრუდულ რეჟიმადაა მიჩნეული. შარშან იგივე მონაცემით ქვეყანა 89-ე ადგილს იკავებდა, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი 1 წლის მანძილზე 2 პუნქტით გაუარესდა.

დემოკრატიის ინდექსის მაჩვენებლით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, 2019 წლის მსგავსად, ისევ მე-19 ადგილს იკავებს და ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაში რჩება. რეიტინგში ქვეყანას კვლავ მეზობელი სომხეთი უსწრებს, რომლის მაჩვენებელიც 2016 წლის შემდეგ პირველად გაუარესდა.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეიტინგში 7.90 ქულით ესტონეთი ლიდერობს. საქართველოს მეზობლებს შორის ყველაზე ცუდი რეიტინგი აზერბაიჯანს აქვს, რომელიც 146-ე ადგილზეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები