LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დანტე ალიგიერის პორტრეტით საფოსტო მარკა გამოიცემა

306
ipiccy-image

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივითა და „საქართველოს ფოსტის“ მხარდაჭერით, მიმდინარე წელს გამოიცემა საფოსტო მარკა დანტე ალიგიერის პორტრეტით.

2021 წელს, მსოფლიო გენიალური იტალიელის, დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავს აღნიშნავს. დანტე ალიგიერის შემოქმედება არა ერთი ქართველი ბელეტრისტის, პოეტის, მეცნიერის შემოქმედებითი ინსპირაციის წყაროდ იქცა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, სერგო ქობულაძის მიერ შესრულებულ დანტე ალიგიერის პორტრეტს, 1956 წელს, იტალიაში, ვენეციის ბიენალეზე დიდი წარმატება ხვდა წილად და საუკეთესოთა შორის დასახელდა, სწორედ აღნიშნული პორტრეტის გამოსახულებით გამოიცემა საფოსტო მარკა, რომელიც ქართველი და იტალიელი ხალხის მეგობრობის კიდევ ერთ სიმბოლოდ  მიიჩნევა.

მარკა, რომელიც მიმდინარე წელს გამოიცემა, გაიყიდება „საქართველოს ფოსტის“ 81 სერვისცენტრში, საქართველოს მასშტაბით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები